რუსებმა კიევს, სუმს და ზაპოროჟიეს შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ღამით უკრაინის კიევის ოლქს შეუტიეს, რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი შენობები იწვის და დაშავებულია ერთი ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში, თავდასხმის შედეგად, სამსართულიან საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ასევე გაჩნდა ორ კერძო სახლში.

ობუხივის რაიონში, რუსების ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები მაღალსართულიან შენობას დაეცა. გარდა ამისა, ვიშგოროდის რაიონში ტყის მასივის ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო ფასტივსკეში ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა.

ამასთან, რუსებმა გამთენიისას ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად, კოვპაკოვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და სამრეწველო ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ქალაქს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის