ზაზა თავაძე - „ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ

„ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ. მოდით არჩევნებზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაზა თავაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ოცნების“ ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიამერიკული მესიჯების მთავარი გამხმოვანებელი და კორუფციის სახე კალაძე, კიდევ ბედავს და ,,ოცნების” ტყუილების სტილში კვლავ თავხედურად ტირაჟირებს სიცრუეს. თითქოს ჩვენ ვერ მოვიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ან ანტიამერიკული გზავნილები მათ გაეკეთებინოთ.

თითქოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო, ჩვენ გაგვეშვას უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან მერიის კომპეტენტური თანამშრომლები! ყველაფერს ხომ აქვს მართლა საზღვარი, კალაძის მიერ, თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე, ძალიან საეჭვო კონტრაქტით, დასანქცირებული რუსული ,,Камаз’’-ების ყიდვის არ იყოს!

P.S. ,,ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილ პროევროპულ ამომრჩეველს მინდა მივმართო, კალაძეს ევროპა უნდა თავის პირადი კომფორტისთვის და არა თქვენთვის, მორიგ ჯერზე გატყუებთ და თავს ნუ მოიტყუებთ. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ნამდვილ პროევროპულ პარტიებს და არა მექრთამე და მატყუარა ,,ოცნება”-ს, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მოპარული ფულის გადასარჩენად, ,,ღირსებით ევროპისკენ’’ ნაცვლად, არაბებს უღირსად ხელებს უკოცნის და მზაკვრულად რუსეთისკენ მიგვათრევს!“- წერს ზაზა თავაძე „ფეისბუქზე“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს