ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია

მიმდინარე სასწავლო წელი ქ. დუშეთის #2 საჯარო სკოლამ ახლად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო. სკოლაში სრულად განახლებულია სასწავლო ინფრასტრუქტურა - ახალი რეგულაციების მიხედვით მოეწყო კლას-კაბინეტები, ლაბორატორიები; ექიმის ოთახი; განახლდა შიდა და გარე სპორტული მოედნები, მოეწყო შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტები, პანდუსები და სანიტარული კვანძები; განხორციელდა ეზოს, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეების კეთილმოწყობა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სკოლა მოინახულა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. სკოლას ასევე სტუმრობდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი; დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა ნარიმანიძე; შპს საბა კონსტრაქშენის დირექტორი ლევან თარგამაძე.

პრემიერ-მინისტრმა და თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეხვდნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

ქ. დუშეთის #2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფაგლებში შეასრულა შპს საბა კონსტრაქშენმა.

(R)

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა