მილანში პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა

მილანში პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზაში ახალი შეტევითი ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იტალიაში ნავსადგურების მუშებმა პორტებთან მისასვლელი გზები გადაკეტეს, ხოლო მილანში პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

იტალიელი ნავსადგურების მუშების განცხადებით, ისინი ისრაელისთვის იარაღის მისაწოდებლად ქვეყნის პორტების გადასატვირთ პუნქტებად გამოყენებას აპროტესტებენ.

მილანის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრაციები იტალიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის შეტაკებები ბოლონიასა და ნეაპოლშიც მოხდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს