გიორგი შარაშიძე - კობახიძე-კალაძის დაჯგუფება ღარიბაშვილის ბიზნესინტერესების დაპატრონებას ცდილობს

თბილისის საკრებულოს მიერ ნოშრევან ნამორაძის კომპანიისთვის ჭავჭავაძის გამზირზე სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე ცათამბჯენისთვის 13 სართულის მატების კოეფიციენტის მოხსნა კიდევ ერთი დასტურია, რომ კობახიძე-კალაძის კორუმპირებული დაჯგუფება ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოცილების შემდეგ მისი ბიზნესების გაკონტროლებას ცდილობს, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „კობახიძე-კალაძის დაჯგუფება ღარიბაშვილის ბიზნესინტერესების დაპატრონებას ცდილობს“.

გიორგი შარაშიძის თქმით, აღნიშნული ქმედება უნდა იყოს მაგალითი ყველა ბიზნესმენისთვის, რომ არ შეიძლება „ოცნებასთან“ არაფორმალურ გარიგებაში შესვლა, რადგან როცა დასჭირდებათ, მათაც ისე "მოისვრიან", როგორც ნოშრევან ნამორაძეს.

„სანამ ნამორაძე „ოცნების“ შემომწირველი იყო და ღარიბაშვილი მფარველობდა, მთელი სახელმწიფო სისტემა კალაძის მეთაურობით მისთვის სასათბურე პირობების შექმნაზე მუშაობდა, რაც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა - დაწყებული ზონალური სტატუსის ცვლილებითა და განაშენიანების რეგულირების გეგმის ცვლილებით, დამთავრებული კოეფიციენტის მატებით, მაგრამ როგორც კი ღარიბაშვილი მოიშორეს, თავად მოინდომეს ამ ბიზნესის გაკონტროლება.

შარაშიძის განცხადებით, "ოცნებამ" მოატყუა მთელი სპორტული საზოგადოება, როცა მათ დაჰპირდა, რომ აქ ამ ადგილას, სადაც ტრადიციულად იყო ფიზკულტურის ინსტიტუტი, შემდგომში სპორტის უნივერსიტეტი, შენარჩუნდებოდა მისი პირვანდელი მდებარეობა. დღეს კი ვხედავთ, რომ სპორტის უნივერსიტეტი თავის ისტორიული ადგილის ნაცვლად დიღმის ჭალებში აშენდება.

ამიტომ არის "ოცნება" მატყუარა და კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს