ზაზა თავაძე - „ოცნებას“ ჩამოეშალა წინასაარჩევნო ილუზორული კამპანია კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, ამის ნათელი მაგალითია კობახიძე-კალაძის კორუფციული დაჯგუფების მცდელობა, ღარიბაშვილის ფინანსური სქემები კონტროლს დაუქვემდებარონ

კორუფციაში ჩაფლულ „ოცნებას“ დღეს უკვე ჩამოეშალა წინასაარჩევნო ილუზორული კამპანია მექრთამეობასა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა თავაძე აცხადებს.

მისი თქმით, ამის მაგალითია „კობახიძე–კალაძის კორუფციული დაჯგუფების მცდელობა, ღარიბაშვილის ფინანსური სქემები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ და ამით მეტი ფული მოიპარონ“.

„კორუფციაში ჩაფლულ „ოცნებას“ დღეს უკვე ჩამოეშალა წინასაარჩევნო ილუზორული კამპანია მექრთამეობასა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ. ,,ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ხალხის ფულის მითვისებისთვის საკუთარ გუნდში სისხლის დაღვრასაც არ მოერიდა, დღეს უკვე ვეღარ ინიღბება!

ამის ნათელი მაგალითია კობახიძე-კალაძის კორუფციული დაჯგუფების მცდელობა, ღარიბაშვილის ფინანსური სქემები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ და ამით კიდევ მეტი ფული მოიპარონ. ,,ოცნების” რეჟიმის ეს შიდაკულუარული გადანაწილების ბინძური ბრძოლა გვაჩვენებს, რომ „ოცნება“ კორუფციაზე აშენებული რეჟიმია, ხოლო საზოგადოება ამას ყველაფერს უკვე ნათლად ხედავს!

ყველანი არჩევნებზე 4 ოქტომბერს, რათა მუნიციპალურ დონეზე პირწმინდად გამოვაცალოთ ,,ოცნების” კორუმპირებულ რეჟიმს მშენებლობებში პირდაპირი აღებ-მიცემობის და ,,ატკატების” მავნე პრაქტიკის ბერკეტები!“,- აცხადებს თავაძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა