მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების დროს არეულობის მომზადების ბრალდებით 74 ადამიანი დააკავეს - პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები მომზადებას სერბეთში გადიოდნენ, რომლის უკანაც რუსეთის სპეცსამსახურები დგას

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების დროს არეულობის მომზადების ბრალდებით 74 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოლდოვის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 22 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 250 ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც 74 ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე არეულობის მოწყობის მიზნით სერბეთში მომზადებას გადიოდნენ, ხოლო ოპერაციის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

მოლდოვის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროკურატურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ფურტუნემ განაცხადა, რომ წვრთნების მონაწილეებმა დაახლოებით 400 ევრო მიიღეს და მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ.

ამასთან, პოლიციის ცნობით, წვრთნებში მონაწილეების უმეტესობის ინსტრუქტორები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იარაღი, საბრძოლო მასალა, პასპორტები და სხვა სახის მტკიცებულებები ამოიღო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა