დონალდ ტრამპი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

დონალდ ტრამპი 23 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

კეროლაინ ლევიტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 23 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

„ასევე, პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, უკრაინის, არგენტინისა და ევროკავშირის ლიდერებთან“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ამასთან, დღესდონალდ ტრამპი კატარის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, თურქეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის ლიდერებთან ერთად სამიტს გამართავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია