ნიკა ობოლაძე - ქართული ოპოზიციური სპექტრი ისტერიამ მოიცვა - ვერ ვხედავ, რომ პოლიტიკოსები საუბრობდნენ პრობლემებზე და ცდილობდნენ, რომ მათი სიტყვები მიმართული იყოს ხალხისადმი

ქართული ოპოზიციური სპექტრი მოიცვა ისტერიამ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ობოლაძის შეფასებით, ხალხში პესიმიზმის დათესვა პოლიტიკის კეთება არ არის.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხალხის გასაჭირსა და საჭიროებებზე არ საუბრობენ.

“ქართული ოპოზიციური სპექტრი მოიცვა ისტერიამ, ჩვენ ვართ მუდმივად ისტერიულები. ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მაგრამ შემიძლია ვიყო თავისუფალი და ვილაპარაკო - ჩვენ ვართ მუდმივად ისტერიულები და, საბოლოო ჯამში, ამ ისტერიით ვეუბნებით ხალხს, ხალხო, ნახეთ, რა ცუდია “ქართული ოცნება” და ახლა დროზე ადექით, გამოდით, შეცვალეთ ესენი და მოგვიყვანეთ ჩვენ. ჩემი აზრით, ეს ასე არ მუშაობს. ჩემი აზრით, მუდმივად პესიმიზმის დათესვა, მუდმივად სახის ვერ გასწორება და ტირილი, რომ აი, ნახეთ, გვკლავენ, გვჩაგრავენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ესენი რუსები არიან, არ არის პოლიტიკის კეთება.

ჩვენ თვალები გვაქვს მუდმივად ქვეყნის გარეთ მიმართული. ჯერ იყო და, სამი წელი კოვიდს ვუყურებდით, მხოლოდ კოვიდზე ვლაპარაკობდით და ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე არ ვიყავით მომართულები. ამ სამი წლის შემდეგ, მიმართულები ვართ უკრაინისკენ. ვუყურებთ უკრაინას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ღმერთმა ქნას, რომ გაიმარჯვოს, ესენი რუსები არიან და ვუყურებთ დიდ საგარეო ფაქტორებს და მიუხედავად იმისა, რომ არის კრიტიკული მედია, ეთერების ნაკლებობა არ არის, მე ვერ ვხედავ, რომ პოლიტიკოსები მართლა საუბრობდნენ ხალხის პრობლემებზე და ცდილობდნენ, რომ მათი სიტყვები მიმართული იყოს ხალხისადმი და ცდილობდნენ თავიანთი ნდობის გაზრდას”, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა