რადოსლავ სიკორსკი რუსეთს - იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება, დრონით ყოველი თავდასხმა, რომელსაც უკრაინელი გმირები ახორციელებენ, ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოებს

რუსეთის მიერ პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცების დარღვევები საეჭვოა, რადგან ისინი წარმოადგენენ ჰიბრიდული ომის ესკალაციას, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ წლებია აწარმოებს, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკის გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთის მოთხოვნით გაიმართა.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს აკისრია პასუხისმგებლობა, გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ასეთი პროვოკაციების მიღება არ მოხდება და ის სოლიდარობას უნდა უცხადებდეს ესტონეთს, რუმინეთს, პოლონეთს და ყველა იმ ქვეყანას, რომელთა სუვერენიტეტსაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მხრიდან სისტემატური აგრესია.

„რუსეთის წარმომადგენლებს უნდა ვუთხრა: ვიცით, რომ არ გაინტერესებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მშვიდობიანად იცხოვროთ მეზობლებთან. თქვენი გიჟური ნაციონალიზმი შეიცავს ბატონობის სურვილს, რომელიც არ შეწყდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ იმპერიების ხანა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება. ყოველი დრონით თავდასხმა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები ახორციელებენ, ღმერთმა დალოცოს ისინი, ამ დღეს აახლოებს. თქვენი სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე ათი წელია დონბასის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს. მაგრამ რუსეთის კრიმინალური, კატასტროფული შეცდომების პოტენციალი კვლავ არსებობს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მისი თქმით, თუ პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრება რუსული რაკეტა, ან თვითმფრინავი, ჩამოაგდებენ.

„რუსეთის მთავრობისადმი მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. თუ კიდევ ერთი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოვა ჩვენს სივრცეში ნებართვის გარეშე, განზრახ ან შეცდომით, და ჩამოაგდებენ და ნამსხვრევები ნატო-ს ტერიტორიაზე მოხვდება, გთხოვთ, ნუ მობრძანდებით აქ ამის გამო წუწუნისთვის. გაფრთხილებული ხართ”, - აღნიშნა სიკორსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის