მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კალიფორნიის უნივერსიტეტისთვის გაყინული ფედერალური გრანტების აღდგენა დაავალა

ფედერალურმა მოსამართლემ, რიტა ლინმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, კალიფორნიის უნივერსიტეტს გაყინული ფედერალური გრანტები აღუდგინონ.

Los Angeles Times-ისა და Politico-ს ცნობით, აშშ-ის რაიონული მოსამართლის, რიტა ლინის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს 500 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება უნდა აღუდგეს.

ცნობისთთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტს 584 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუჩერა. ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტებს ფედერალური დაფინანსება შეუმცირა ან შეჩერებით დაემუქრა ისრაელის ღაზაზე თავდასხმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გამო. მთავრობა აცხადებს, რომ უნივერსიტეტებმა, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტმა, საპროტესტო აქციების დროს ანტისემიტიზმის გამოვლინება დაუშვეს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სისტემის, რომლის ნაწილი კალიფორნიის უნივერსიტეტიცაა, პროფკავშირებმა, ფაკულტეტებმა და სტუდენტებმა გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციას ფედერალური სახსრების გაყინვისა და სხვა ქმედებების გამო უჩივლეს, რომლებიც, მათი თქმით, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია