ევროკავშირი ღაზას რეკონსტრუქციისთვის დონორთა ჯგუფის შექმნას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეიქმნება დონორთა ჯგუფი, რომელიც ღაზას რეკონსტრუქციის ხარჯებს დააფინანსებს.

„როდესაც ღამე ყველაზე ბნელია, ჩვენ კომპასს სწრაფად უნდა ჩავეჭიდოთ. ჩვენი კომპასი ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტაა. ამ ომის დაწყებიდან ევროპა პალესტინის ხელისუფლების სასიცოცხლო რგოლია, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამიტომ შევქმნით პალესტინის დონორთა ჯგუფს. ნებისმიერი მომავალი პალესტინის სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და მიღწევა შესაძლებელია პალესტინელი მეზობლების მხარდაჭერითაც. ჩვენ, ევროპელები, სხვა დონორების ძალისხმევასთან კოორდინაციით შევქმნით ღაზას რეკონსტრუქციისთვის სპეციალურ ინსტრუმენტს. ღაზა უნდა აღდგეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ერთადერთი რეალური სამშვიდობო გეგმა ეფუძნება ორი სახელმწიფოს პრინციპს, უსაფრთხო ისრაელით, სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოთი და „ჰამასის“ საფრთხის მოხსნით.

გაერო-სა და მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ღაზას სექტორის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზარალმა 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის ჯამში 18.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ზარალი აისახა საცხოვრებელ შენობებზე, კომერციულ საქმიანობაზე, მრეწველობასა და ისეთ აუცილებელ სერვისებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და ენერგეტიკა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა