პაატა მანჯგალაძე - დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება

დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დილემის წინაშეა, როგორ შეაჩეროს მშვიდობიანი თუმცა პრინციპული ხალხი, რომელიც ხელისუფლების დაბრუნებას მოითხოვს.

„ბევრი კონსპირაცია და ქილიკი იქნება 4 ოქტომბრამდე, მაგრამ ფაქტია, ოთხმა ოქტომბერმა სერიოზული თავსატეხი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს.

დღეს მას და მის ე.წ საყრდენებს წინ უდგათ დილემა, როგორ შეაკავონ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ პრინციპულად მოითხოვს მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის მშვიდობიანად დაბრუნებას.

ჩვენ, ასევე, პრინციპულად მშვიდობიანი ცვლილების მომხრეები ვართ და ჩემთვის იდეალური სცენარია ძალაუფლების გადაბარება ხალხისთვის ისე, რომ არავის, მათ შორის, „ქოცსაც“, თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდეს, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს ხალხზე ძალადობას, ეს ბუმერანგივითვე დაუბრუნდება მას.

დარბეული და გაბრაზებული ხალხი სტიქიაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს