ნანუკა ჟორჟოლიანი საბოტაჟის საქმეზე დღეს პროკურატურაშია დაბარებული

საქველმოქმედო ფონდ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჟორჟოლიანი წერს, ის პროკურატურაში 24 სექტემბერს, 16:30 საათზეა დაბარებული. ტელეწამყვანი უწყებაში მისვლას გეგმავს.

„პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე - 24 სექტემბერს, 16:30 [საათზე]. რა თქმა უნდა, მივალ იმ უწყებაში [პროკურატურაში], სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, „ქოლცენტრები“, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.

ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და „კანონიერი ქურდის“, კალაშოვის დაცვით დადის. ხვალ მხიარული დღე მექნება”, - წერს ჟორჟოლიანი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის