დიმიტრი პესკოვი დრონების გამოჩენის გამო კოპენჰაგენის აეროპორტის დახურვაზე - დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს ყოველთვის ვისმენთ

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს ყოველთვის ვისმენთ, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი დრონების გამოჩენის გამო კოპენჰაგენის აეროპორტის დახურვის ფაქტს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ყოველთვის, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებენ, ჩვენ მსგავს განცხადებებს აღარ განვიხილავთ. მათი მხრიდან ყოველთვის უსაფუძვლო ბრალდებებს ვისმენთ. მხარე, რომელიც სერიოზულ პოზიციას იკავებს, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს არ უნდა ავრცელებდეს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მომხდარში „რუსეთის მონაწილეობას ვერ გამორიცხავს“.

„ვერ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ამის უკან რუსეთი იყოს. ჩვენ უკვე ვნახეთ პოლონეთის თავზე დრონები. აქტივობა რუმინეთშიც დავაფიქსირეთ და ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაც ვნახეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს დანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სერიოზული თავდასხმაა“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტები რამდენიმე საათით დაიხურა მას შემდეგ, რაც ორშაბათს გვიან ღამით მათ საჰაერო სივრცეში დრონები შენიშნეს, რის შედეგადაც ათიათასობით მგზავრი გზაში დაზარალდა, რადგან ავიარეისები გადამისამართდა, დაგვიანდა, ან გაუქმდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა