მარკ რუტე - ჩვენი გზავნილი რუსებისთვის ნათელია, დავიცავთ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველ ინჩს - რუსებმა იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში არ ვიყოყმანებთ

ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენი საერთო ერთგულება ურყევია, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევაზე საუბრისას განაცხადა.

„არ გვსურს, რუსეთის მხრიდან ამ სახიფათო ნიმუშის განზრახ თუ უნებლიედ გაგრძელება ვიხილოთ, თუმცა მზად ვართ და გვსურს, გავაგრძელოთ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩის დაცვა“, - აღნიშნა რუტემ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ნატო ალიანსის ტერიტორიაზე შესული რუსული თვითმფრინავების ჩამოსაგდებად, რუტემ უპასუხა, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება მოხდება რეალურ დროში და დაეყრდნობა დაზვერვის მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეს ქმნის თვითმფრინავი.

„ჩვენი გზავნილი რუსებისთვის ნათელია, დავიცავთ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველ ინჩს. უზრუნველვყოფთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შევძლოთ დაცვა და შეკავება. რუსებმა იციან, რომ საჭიროების შემთხვევაში არ ვიყოყმანებთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რუტეს განმარტებით, ესტონეთში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შეფასდა, რომ თვითმფრინავები არ წარმოადგენდნენ უშუალო საფრთხეს და ამიტომ ისინი ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ გაიყვანეს უფრო მკაცრი რეაქციის გარეშე.

ნატო-ს გენერალური მდივნის მტკიცებით, ესტონეთის ინციდენტზე ალიანსის რეაგირება სწრაფი და გადამწყვეტი იყო.

კითხვაზე, აშფოთებს თუ არა ის, რომ რუსული მოიერიშე თვითმფრინავის ესტონეთის საჰაერო სივრციდან გაყვანას 12 წუთი დასჭირდა, რუტემ უპასუხა, რომ ნატო ყოველთვის „მშვიდად და გადამწყვეტად“ რეაგირებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო