თბილისში საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით - “ბოლომდე, საქართველოს გადასარჩენად" მიმდინარეობს

“ბოლომდე! საქართველოს გადასარჩენად" - ამ სლოგანით მოქალაქეები 300 არაგველის მემორიალიდან რუსთაველის გამზირამდე მარშით მიემართებიან.

პროტესტის მონაწილეები, რომლებიც 300 დღეა უწყვეტად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, 300 არაგველის ძეგლთან სიმბოლურად შეიკრიბნენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, 300 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას სთხოვენ, დაუბრუნდეს „კონსტიტუციურ ჩარჩოებს და შეწყდეს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი“.

მათი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ. 300-დღიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებას უნდა დაენიშნა ახალი არჩევნები, თუმცა ამის ნაცვლად იღებს მხოლოდ ესკალაციურ ნაბიჯებს და არ დგამს არცერთ კონსტრუქციულ ან კომპრომისულ ნაბიჯს, რის გამოც ვითარება სულ უფრო იძაბება.

“300 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ დაბრუნდეს საკუთარ საკონსტიტუციო ჩარჩოში, შეწყდეს ის ტერორი, რომელიც მოქალაქეების მიმართ არის მიმართული. გადავიქეცით ტერორისტულ სახელმწიფოდ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს თავის საკონსტიტუციო ჩარჩოებს. მეორე მოთხოვნაა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ამდენდღიანი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებას უნდა ჩაენიშნა ახალი არჩევნები თუ კი მას სურს პრობლემის მოგვარება საკუთარ ქვეყანაში. ამის ნაცვლად ვიღებთ ესკალაციურ ნაბიჯებს. არცერთი კონსტრუქციული ნაბიჯი, არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ვითარება მხოლოდ იძაბება, ტერორის რეჟიმში არიან გადასულები. აქედან გამომდინარე, სიტუაცია ვერ ნორმალიზდება.

პროტესტიც ვერ შეწყდება. ვერ გადავწყვეტთ, რომ შევეგუოთ ამ ყველაფერს და დავიშალოთ სახლებში. რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება, ის უმიზეზოდ არ გაჩენილა - პროტესტის ავტორი თავად ხელისუფლებაა. პროტესტი როგორ მოგვარდება და რა რეჟიმში გაგრძელდება დამოკიდებულია ხელისუფლებაზე”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პარლამენტთან, სადაც მარშის მონაწილეები მსვლელობით მივლენ, სადაც გაიმართება ვიზალიბერალიზაციის შესახებ ფილმის ჩვენება, ასევე ნაჩვენები იქნება აქციების დროს დაკავებული აქტივისტების შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა