უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - შვეიცარია მზად არის ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრას უმასპინძლოს

შვეიცარია მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას უმასპინძლოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შვეიცარიელ კოლეგა, კარინ კელერ-სუტერთან შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

ამასთან, განცხადების თანახმად, ორივე ლიდერის ხედვაა, რომ ამ დროისთვის, არ არის ნაბიჯები, რომლებიც მიანიშნებს, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს.

“ლიდერებმა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ სამუშაოზე ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავის მზაობა შეხვდეს რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე. კარინ კელერ-სუტერმა დაადასტურა, რომ შვეიცარია მზად არის მსგავს შეხვედრას უმასპინძლოს. თუმცა, პრეზიდენტებს ერთნაირი ხედვა აქვთ: ამ მომენტისთვის არ არის ნაბიჯები, რომლებიც მიანიშნებდნენ, რომ რუსეთს სურს ომის დასრულება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო