ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიერ ყველა ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებაზე - გამიკვირდა, მაგრამ ეს ძალიან დადებითი სიგნალია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, ძალიან პოზიტიურ სიგნალად აფასებს.

Fox News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკვირვა თუ არა ის დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ უკრაინა ისეთ პოზიციაშია, რომ შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ, ზელენსკიმ უპასუხა :

“ცოტათი. დიახ. ანუ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერაში, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიური იყო და მან აჩვენა, რომ სურს უკრაინის ბოლომდე მხარდაჭერა. ასე რომ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს სურს, მეც მსურს, ჩვენს ხალხს ეს სურს, მაგრამ მან (ტრამპმა) გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის (პუტინი) არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკის შეცვლას ძალიან დადებით სიგნალად მიიჩნევს.

„ვხედავ - დიახ, ეს ჩემთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, მართალი ხართ - მე ვხედავ ძალიან დადებით სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნება ომის დასრულებამდე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები