აშშ-ის თავდაცვის მდივანი - რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია

რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ესტონელ კოლეგასთან, ჰანო პევკურთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან, ჰანო პევკურთან „მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა“.

„ომის დეპარტამენტი ესტონეთს სოლიდარობას უცხადებს“, - წერს ჰეგსეტი X-ზე.

ამასთან, პენტაგონის ცნობით, აშშ სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები