დონალდ ტრამპი - ღაზაში ომს დავასრულებთ

ღაზაში ომს დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ღაზის სექტორის საკითხზე არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, რომ ღაზაში ომი დასრულდეს. ჩვენ მას დავასრულებთ. შეიძლება ეს ახლავე შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან უნდა დავასრულოთ ის, რაც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეხვედრას საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, ინდონეზიისა და პაკისტანის ლიდერები ესწრებოდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა „ნაყოფიერი“ იყო.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს