ევროსაბჭო - ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24 და 25 სექტემბერს საქართველოში, ფაქტების შესწავლის მიზნით, ვიზიტს განახორციელებს

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24 და 25 სექტემბერს საქართველოში, ფაქტების შესწავლის მიზნით, ვიზიტს განახორციელებს, - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელისზშია აღნიშნული.

ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე არსებული პოლიტიკური სიტუაციის გავლენის შეფასება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.

„დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ფორინგერი (გერმანია) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების დაკვირვების საკითხებში კონგრესის პრესსპიკერი, სტიუარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო), რომლებსაც თან ახლავს ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროპის საბჭოს ინფორმაციით, დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

„ეს ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრების მონაწილე თანამოსაუბრეების შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა