WSJ - ტრამპმა უკრაინის მიმართ რიტორიკა  გუნდის წევრებთან საუბრების შემდეგ შეიცვალა, რომელთაც უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ რუსეთთან მიმართებაში - მან გაიგო, რომ უკრაინა შეტევას გეგმავს, “რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერა დასჭირდება”

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიმართ რიტორიკა თავისი გუნდის წევრებთან საუბრების შემდეგ შეიცვალა, რომლებსაც უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ რუსეთთან მიმართებაში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ემზადებოდა და თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ესაუბრებოდა, რომლებსაც რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ.

ასეთებს შორის დასახელებული არიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და გაეროში აშშ-ის ახალი ელჩი, მაიკ უოლცი, რომლებმაც ტრამპს უთხრეს, რომ “ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია” ბრძოლის ველზე.

ასევე, გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიგო, რომ უკრაინა შეტევას გეგმავს, “რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერა დასჭირდება”.

ტრამპის რიტორიკის შეცვლის მიზეზად გამოცემის წყაროები ასევე თეთრ სახლში სკანდალური შეხვედრის შემდეგ ზელენსკის ქმედებებს ასახელებენ - კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მოთხოვნის მიღებას და აშშ-ის პრეზიდენტის საჯარო მადლიერებას ძალისხმევებისთვის.

წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა, რიტორიკის შეცვლის მიუხედავად, უკრაინის მიმართ პოლიტიკა ჯერ არ შეცვალა, და მისთვის შეიარაღების მიყიდვის დაშვების გაგრძელების მიუხედავად, “ზღუდავს ამერიკული იარაღის გამოყენებას რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა