პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებაზე“ - უკვე აშკარაა, რომ მათ შორის ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯით არიან გართულნი - მთავარია დავიჯეროთ, გამოვიდეთ და გავიმარჯვებთ

უკვე აშკარაა, რომ მათ შორის [„ქართულ ოცნებაში“] ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯით არიან გართულნი - 4 ოქტომბერს ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს უნდა დაამტკიცონ, რომ „საქართველო ეკუთვნის თავის ხალხს და აღარასდროს დაუბრუნდება ერთ კაცს და მის ბოროტ რეჟიმს“.

„ბოლო დღეებში ათასი ჯიშის მავნებელი და მოსყიდული ცდილობს დაგვაჯეროს, რომ არაფერი გამოვა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ გამარჯვება ახლოსაა.

4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი მომენტია.

ჩვენ აღარ ვდგავართ მხოლოდ პროტესტისთვის, 4 ოქტომბერს ჩვენ გამოვდივართ გამარჯვებისთვის. უკვე აშკარაა, რომ მათ შორის ნდობა აღარ არსებობს, ისინი ნაძარცვი ქონების ერთმანეთისგან გლეჯით არიან გართულნი.

4 ოქტომბერს გამოვდივართ, რათა დავამტკიცოთ, საქართველო ეკუთვნის თავის ხალხს და აღარასდროს დაუბრუნდება ერთ კაცს და მის ბოროტ რეჟიმს.

ახლა მთავარია დავიჯეროთ, გამოვიდეთ და ვიმარჯვებთ!“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის