დანიის თავდაცვის მინისტრი - დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ჰიბრიდულ თავდასხმას წარმოადგენს

დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ჰიბრიდულ თავდასხმას წარმოადგენს, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.

ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„ეჭვგარეშეა, რომ როდესაც სისტემატურ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი პროფესიონალ აქტორზე მიანიშნებს. მე ამას ჰიბრიდულ თავდასხმას ვუწოდებ, რომლის დროსაც სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენება ხდება. ნათელია, რომ კიდევ უფრო მეტ ჰიბრიდულ ინციდენტს ვიხილავთ“, - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, დანიის იუსტიციის მინისტრის, პიტერ ჰუმელგაარდის ცნობით, დრონების საფრთხის განეიტრალების მიზნით დანია ჩამჭრელ დრონებს შეიძენს.

შეგახსენებთ, დღეს დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა. ეს მიმდინარე კვირაში დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენის მეორე შემთხვევაა.

სამშაბათს, დრონები კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზეც დააფიქსირეს, რის გამოც ფრენები ოთხი საათით შეჩერდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ინციდენტს „ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა“ უწოდა და მომხდარში რუსეთის შესაძლო მონაწილეობა არ გამორიცხა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა