გურამ მაჭარაშვილი - ღირსება უნდა გაგაჩნდეს ადამიანს და უცხო ქვეყნის ელჩი არ უნდა გეგონოს მეფის ნაცვალი ან ცეკას მეორე მდივანი, ასე წარმოაჩენენ, როგორ გაბედე და ელჩი დაიბარეო - ელჩის დაბარება ჩვეულებრივი დიპლომატიური წესია

ყველაფერთან ერთად, არ მეგონა თუ ელჩებისთვის ვენის კონვენციის სწავლება დაგვჭირდებოდა - დიპლომატიური წესი არსებობს, რომ სახელმწიფოსთან რაღაცის გარკვევა რომ გინდა, მის ელჩს იბარებ და იქ საუბარია იმასთან დაკავშირებით თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის თუ ამ ელჩსა და იმ ქვეყანას შორის, სადაც ის არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩების დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ელჩის დაბარება ჩვეულებრივი დიპლომატიური წესია.

„რას ნიშნავს სანქცია? დიპლომატიური წესი არსებობს, რომ სახელმწიფოსთან რაღაცის გარკვევა რომ გინდა, მის ელჩს იბარებ და იქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის თუ ამ ელჩსა და იმ ქვეყანას შორის, სადაც ის არის წარმოდგენილი. წარმოიდგინეთ რომ ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში ან გერმანიაში გამოვიდეს და გერმანიის პოლიციას მოუწოდოს რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, რა მოხდება იქ, ელჩს არ დაიბარებენ? საქართველოს ელჩს უკრაინაში რაიმე არათუ პოლიტიკური, არამედ დიპლომატიური გადაცდომა ჰქონდა, როცა გამოაძევეს? ამას ვამბობთ ხოლმე, რომ ღირსება უნდა გაგაჩნდეს ადამიანს და უცხო ქვეყნის ელჩი არ უნდა გეგონოს მეფის ნაცვალი ან ცეკას მეორე მდივანი. ასე წარმოადგენენ, როგორ გაბედე და ელჩი დაიბარეო. ელჩის დაბარება ჩვეულებრივი დიპლომატიური წესია, როცა შენ იმის მიხედვით არ იქცევი, რაც იგივე ვენის კონვენციაში და ჩვენს ურთიერთობებში არსებობს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო უწყებაში დაიბარეს იმიტომ, რომ გაირკვეს „რატომ გვედავება და გვებრძვის გერმანიის ელჩი”.

„გერმანიის ელჩს ჩვენ არაფერს ვედავებით, თვითონ გვედავება. იმიტომ დაიბარეს, [გავიგოთ] რატომ გვედავება და გვებრძვის გერმანიის ელჩი. რატომ აფინანსებს და ახალისებს ძალადობრივ აქციებს? რატომ გვედავება, რა უნდა - ჩაჯდეს დიპლომატიურ ეტიკეტში. გერმანიის ელჩის ან საერთოდ ელჩის ფუნქცია სად არის რომ რადიკალი ოპოზიციონერების სასამართლო პროცესებს დაესწროს იმათ სასარგებლოდ. ჩვენ კი არ ვედავებით, პირიქით - ის რატომ ედავება საქართველოს, ამის გასარკვევად დაიბარეს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, საგარეო უწყებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. გუშინ საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი იმყოფებოდა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა