დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დანიის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების შესახებ მარკ რუტეს ესაუბრა

მეტე ფრედერიქსენი დანიის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების შესახებ მარკ რუტეს ესაუბრა, - ინფორმაციას დანიის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

„ახლახან ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს დანიის აეროპორტებში დრონებთან დაკავშირებული სერიოზული სიტუაციის შესახებ. შევთანხმდით, რომ ნატო დანიასთან ერთად იმუშავებს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.

დანიის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსი „სიტუაციას სერიოზულად განიხილავს“.

„დანია და ნატო-ს მოკავშირეები ერთად მუშაობენ იმაზე, თუ როგორც უზრუნველვყოთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და დაცვა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, დღეს დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა. ეს მიმდინარე კვირაში დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენის მეორე შემთხვევაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა