ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებებზე განცხადებას ავრცელებს და მზაობას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და გაწევრიანებისკენ ქვეყნის გზას თუ მთავრობა კურსს შეცვლის

ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ შეშფოთება არის გამოთქმული.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ მისწრაფებებსა და გაწევრიანებისკენ ქვეყნის გზას თუ საქართველოს მთავრობა თავის ამჟამინდელ კურსს შეცვლის.

“1. შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებებისა მხრივ არსებულ ვითარებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე.

  1. 1-3 სექტემბერს ოცდაერთ ადამიანს ბრალი დაედოთ ჯგუფური ძალადობის “ორგანიზებასა” და “მონაწილეობაში”, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ფლობაში ან განზრახ სხეულის დაზიანებაში და სასამართლო პროცესები გრძელდება;
  2. მაშინ, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დააკავეს და მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობა დაუპირისპირეს;
  3. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს შეკრების თავისუფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების ბრალდებები, და პასუხისმგებელ პირებს პასუხი აგებინოს. ვიმეორებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფის უფლების საჭიროებას.
  4. მაშინ, როდესაც ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, საქართველოს მოვუწოდებთ, უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირების, და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩართვის საშუალება ჰქონდეს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეაბრუნონ შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება. მეტიც, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაატაროს “ვენეციის კომისიის” მოლოდინის რეჟიმში მყოფი ყველა რეკომენდაცია.
  5. ვწუხვართ, რომ საქართველოს არ მოუწვევია რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესს მოახლოებულ არჩევებზე დაკვირვებისთვის, და დროულად არ მოიწვია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია.

ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის მზაობას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ მისწრაფებებსა და გაწევრიანებისკენ ქვეყნის გზას თუ საქართველოს მთავრობა თავის ამჟამინდელ კურსს შეცვლის,” - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა განცხადებას ასევე შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა