მარია ზახაროვა - ინფორმაცია, რომ ევროპამ მოსკოვი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდების მზადყოფნის შესახებ გააფრთხილა, რუსოფობიით გაჟღენთილი ფანტაზიაა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპამ მოსკოვი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდების მზადყოფნის შესახებ გააფრთხილა, რუსოფობიით გაჟღენთილი ფანტაზიაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გამოცემა Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ამ კონკრეტული დასავლური სააგენტოს მორიგი ფაბრიკაციაა. იმას თუ მაინც გავოგებთ, რა სახის შეხვედრა იყო, მაშინ შევძლებთ გავიგოთ, რაზეა ეს ფანტაზიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია შეთხზული იყო „დასავლეთ ევროპელების სრულიად რუსოფობიური, აგრესიული და არანორმალური რიტორიკის თემის გასაძლიერებლად“.

„ეს კეთდება განზრახ და მიზანმიმართულად, რათა უფრო ხმაურიანი იყოს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც აგრესიულ რიტორიკას ავრცელებენ რუსეთის, და ზოგადად, ევროპის კონტინენტის მომავლის გარშემო“, - აღნიშნა ზახაროვამ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპელმა დიპლომატებმა მიმდინარე კვირაში კრემლი გააფრთხილეს, რომ ნატო მზადაა სრული ძალით უპასუხოს მისი საჰაერო სივრცის შემდგომ დარღვევებს, მათ შორის რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა