გურამ მაჭარაშვილი ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაზე - რას ნიშნავს თანამშრომლობა? - როგორ ვითანამშრომლოთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციამ კორუფციონერ ქვეყნად აღიარა

ამ განცხადებებში არასდროს არ არის ხოლმე კონკრეტიკა, რას ნიშნავს თანამშრომლობა?! - როგორ უნდა ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა როგორც კორუფციონერი ქვეყანა?!, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპის საბჭოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო თანამშრომლობს მშვიდობასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან და ტრადიციებთან.

„თქვენ თუ აკვირდებით, სამწუხაროდ, ამ განცხადებებში არასდროს არ არის ხოლმე კონკრეტიკა. რას ნიშნავს თანამშრომლობა?! თანამშრომლობა იმას ნიშნავს, რომ აქ მეორე ფრონტი გავხსნა, ლგბტ პროპაგანდა გავაჩაღო ბაღებში და სკოლებში?! ალბათ, ამაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხო?! ევროპარლამენტის რეზოლუციებში, მათ ოფიციალურ მოთხოვნებში, რაც არის, რომ ჩვენ თურმე, "გამჭვირვალობის კანონი" არ უნდა გვქონდეს. ყველას უნდა ჰქონდეს და საქართველოში არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, სად იხარჯება უცხოური ფული - ნურას უკაცრავად. ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს ტრადიციების ნაცვლად - ნურას უკაცრავად. მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას ნაცვლად მშვიდობისა - ნურას უკაცრავად. თუ ამას გულისხმობენ და სავარაუდოდ, ამას გულისხმობენ, ეს არ არის თანამშრომლობა, ეს არის მტრობა. ამას თავისი სახელი ჰქვია, ქართველმა ხალხმა დაარქვა და დაარქმევს ასევე 4 ოქტომბერს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მშვიდობასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, ტრადიციებთან და სხვათა შორის, ვთანამშრომლობთ იმ ევროპულ, ამერიკულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რომლებიც ყოველ კვირა აფასებენ საქართველოს დემოკრატიულ პროცესს, კორუფციასთან ბრძოლას. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლაში ოცეულში ვართ, უკრაინა, როგორც კორუფციონერი ქვეყანა, პირველ ადგილზეა და მოლდოვა მესამეზე. ასეთი ქვეყნები რომ გეტყვიან ჩვენთან, ითანამშრომლეო, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა როგორც კორუფციონერი ქვეყანა?!”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ შეშფოთება არის გამოთქმული.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ მისწრაფებებსა და გაწევრიანებისკენ ქვეყნის გზას თუ საქართველოს მთავრობა თავის ამჟამინდელ კურსს შეცვლის.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა განცხადებას ასევე შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო