ბადრი ჯაფარიძე - „ოცნების“ მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი ძლიერდება, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია

ის ფაქტი, რომ ასე გაძლიერდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის, დაშინების, მუქარის მცდელობები, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ გარდაუვალია ცვლილებები ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

პარტიის ინფორმაციით, ჯაფარიძე მარნეულში ჩავიდა, საკუთარი გუნდის წევრებს შეხვდა და არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოსაზრებები მოისმინა.

„ის ფაქტი, რომ ასე გაძლიერდა "ქართული ოცნების" მხრიდან ძალადობის, დაშინების, მუქარის მცდელობები, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ გარდაუვალია ცვლილებები ამ ქვეყანაში. ასევე გარდაუვალია ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები 4 ოქტომბერს მივლენ და მისცემენ ხმას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რათა 4 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს ამ ქვეყანაში ცვლილებები.

დაიწყოს ცვლილებები იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაიჯერონ და ირწმუნონ, რომ შესაძლებელია მათი ცხოვრების გაუმჯობესება, მათმა შვილებმა მიიღონ კარგი განათლება, შესაძლებელია, რომ მიიღონ კარგი ჯანდაცვის სისტემა. ასევე დაიჯერონ, რომ შესაძლებელია ისინი დასაქმდნენ და ყოველდღიური ზრუნვა არ უწევდეთ იმაზე, როგორ შეიტანონ სარჩო-სანოვაგე თავის ოჯახებში“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ.

„ძლიერი საქართველოს“ ცნობით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მარნეულში საკუთარი კანდიდატურა უკვე სამმა კანდიდატმა მოხსნა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025