ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის გამარჯვება სურს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინის გამარჯვება სურს, - ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, „გჯერათ, რომ პრეზიდენტ ტრამპს საბოლოოდ სურს უკრაინის გამარჯვება?“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, მჯერა“.

ჟურნალისტმა გაიხსენა დონალდ ტრამპის ადრე გაკეთებული განცხადება, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ მას არანაირი კოზირი არ აქვს და უკრაინის პრეზიდენტს დაუსვა შეკითხვა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა:

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი მას წარმატებას არ მოუტანს. ასევე საზოგადოება, ამერიკული საზოგადოება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნებისმიერი ლიდერისთვის გადამწყვეტია და „ამერიკული საზოგადოება არ პატივს სცემს და არ ენდობა პუტინს და ისინი ძირითადად არ თვლიან, რომ მას ამ ომის დასრულება სურს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები