მამუკა ხაზარაძე - მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს: მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის - პროტესტში ვიქნებით ერთად, მაგრამ ამ არჩევნებს ნუ გამოტოვებთ

მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს: მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. პროტესტში ვიქნებით ერთად, მაგრამ ამ არჩევნებს ნუ გამოტოვებთ, ნუ იქნებით პასიური დამკვირვებლები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისა და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება „ქართულ ოცნებას“, რადგან მისი ხმა პირდაპირ ეთვლება კახა კალაძეს.

„ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ეს მიზანი არ განსხვავდება იმ ხალხის მიზნისაგან, ვინც დღეს ბოიკოტშია, ვინც სხვა პოზიციაზეა. ამიტომ მე მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც დღეს ჩვენ გვისმენს, რომ უნდა გამოვიდეთ ამ არჩევნებზე და არ დავუთმოთ არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“. ხმამაღლა ვამბობ, ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება „ქართულ ოცნებას“, ეს ასეა იმიტომ, რომ მისი ხმა პირდაპირ ეთვლება კალაძეს. მე არ მინდა, რომ რუსული „ოცნების“ გენერალური მდივანი უკვე მესამე ვადით მართავდეს თბილისს, ეს არის სირცხვილი. არ შეიძლება ამ ადამიანმა და ამ კლანმა მართოს ასეთი კორუმპირებული მეთოდებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ჯიბეში და ჩვენს ბიუჯეტში ხელები აფათუროს.

როცა ასეთი საკითხები დგება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზეპარტიული გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთვის ის ხელშეკრულება და მემორანდუმი, [პარტიასთან] „გახარიას საქართველოსთვის“ გავაფორმეთ, ეს არის პარტიის ზემოთ დადებული მემორანდუმი. ჩვენ აქ სამშობლოზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ და პირადი წყენები და ამბები უნდა გადავდოთ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ დღეს ჩვენ გადასარჩენი გვაქვს თბილისი და ის მუნიციპალიტეტები და ქალაქები, პირველ რიგში, რომელიც მოგებული გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა