აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლების მთელი მცდელობა იყო, რამენაირად ვახშამზე მოხვედრილიყვნენ, ტრამპთან ერთწუთიანი შეხვედრა ჰქონოდათ, რომ აქ თავიანთ ამომრჩევლებს „მიასაღონ”, თითქოს რაღაც გზავნილი გადასცა ყაველაშვილმა

დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის პირდაპირ რუსების ვასალი ხელისუფლება. იცით ამ ორს შორის რა განსხვავებაა? ნებისმიერი პოლიტიკური მიმართულება - პრორუსული, პროამერიკული, ცდილობს, რომელიმე მიმდინარეობიდან თავისი ქვეყნისთვის რაღაც სარგებელი მიიღოს, განსხვავებით ვასალისგან. ვასალი სარგებელს არ ნახულობს, ისე ემსახურება თავის ბატონს და პატრონს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში” განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, არავისთან ლაპარაკი არ ჰქონდათ გამიზნული და მთელი ეს გამოსვლა შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული.

„დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მთლიანად არის გადართული რუსული პოლიტიკის მომსახურებაზე და ამაში არ იღებს აბსოლუტურად არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, გარდა თავისი ხელისუფლების შენარჩუნების უზრუნველყოფისა.

ყველაზე დიდი სახელმწიფო, რუსეთის გარდა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, იცით ვინ არის? სირია, სადაც სულ რაღაც ერთი წლის წინ მოხდა რევოლუცია, დაამხვეს რუსული ხელისუფლება და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? ალ-შაარა ჩასული იყო, აბსოლუტურად ყველა შეხვდა მას, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ხელისუფლების მთელი მცდელობა იყო ერთი რამ, რომ რამენაირად ვახშამზე მოხვედრილიყვნენ, ტრამპთან ერთწუთიანი შეხვედრა მაინც ჰქონოდათ, რომ მერე აქ თავიანთ ამომრჩევლებს „მიასაღონ”, რომ რაღაც დაიწყო და დიდი გზავნილი გადასცა ყაველაშვილმა. რა ენაზე გადასცემდა, ეს ცალკე პრობლემაა.

ალ-შაარასთან შეხვედრის საკითხს რატომ არ აყენებენ, ხომ უზარმაზარი შანსია, პირდაპირ ანტი-რუსული რევოლუციის შედეგად მოვიდა, რუსული ხელისუფლება გააგდო, რატომ არ აყენებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობის უკან წაღების საკითხს? ძნელია იმ დასკვნის გაკეთება, ვის არ უნდათ, რომ აწყენინონ? რუსებს არ უნდა აწყენინონ. ძალიან კარგად იციან, ვინ არის თურმე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. თუ იციან, რომ ახსენონ, რა პრობლემაა?

სინამდვილეში, არავისთან ლაპარაკი არ ჰქონდათ გამიზნული, მთელი ეს ლაპარაკი გამიზნული იყო მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველთან, სწორედ ამიტომ იყო ქართულ ენაზე, სწორედ ამიტომ იყო არაფრისმთქმელი, სწორედ ამიტომ იყო, რომ შინაარსი არ ჰქონდა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.

რაც შეეხება სუფთა ფურცლიდან დაწყებას, სუფთა ფურცლიდან რომც დავიწყოთ, იმ სუფთა ფურცელზე რაღაც ხომ უნდა დაიწეროს, პირველი ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას? დავუშვათ, ვიწყებთ ხვალიდან, იცით, პირველი რა დაიწერება? დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. დაიწყონ, მეტს ხომ არაფერს არ ითხოვს შეერთებული შტატები, მეტს ხომ არაფერს არ ითხოვენ ჩვენი პარტნიორები…” - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის