ირაკლი კობახიძე ტრამპისა და ყაველაშვილის შეხვედრაზე - აშშ-თან კონკრეტული ამოცანა გვაქვს: სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით - იმედი მაქვს, ეს შეხვედრაც თავის წვლილს შეიტანს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-თან კონკრეტული მიზანი აქვთ - სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ამ ყველაფერში თავის წვლილს შეიტანს.

„ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. აშშ-თან ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან აშშ-თან კონკრეტული გზამკვლევით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაშიც თავის წვლილს შეიტანს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამისთვის, დანარჩენი, დაველოდებოდით ამერიკის პოზიციას“, -განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო