დანიის შეიარაღებული ძალები - დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დაფიქსირდა

დანიაში სამხედრო ობიექტების მახლობლად დრონები დააფიქსირეს, - ინფორმაციას Reuters-ი დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ღამით დანიის თავდაცვის რამდენიმე ლოკაციაზე დრონები დაფიქსირდა“, - განაცხადა დანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.

დანიის შეიარაღებულ ძალებში არ დააკონკრეტეს, თუ სად დააფიქსირეს დრონები.

პოლიციის ცნობით, დრონები დანიის დასავლეთ ნაწილში, კარუპის საჰაერო ბაზის მახლობლად შენიშნეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში დრონების დაფიქსირების გამო დანიის რამდენიმე, მათ შორის კოპენჰაგენის აეროპორტი, რამდენიმე საათით დაიხურა.

დრონების გამოჩენასთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ დანიელები კიდევ უფრო მეტი ჰიბრიდული თავდასხმისთვის უნდა მოემზადონ.

„ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ შეუძლია დაასკვნას, თუ ვინ დგას ბოლო დღეებში დანიის აეროპორტებში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის უკან, თუმცა რუსეთი ევროპის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება, რომელიც კონტინენტის დესტაბილიზაციას ცდილობს. უნდა ველოდოთ მსგავსი თავდასხმების მეტ შემთხვევას“, - აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს