პოლონეთმა გამანადგურებლები ააფრინა და სახმელეთო-საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანა

პოლონეთმა, დღეს დილით უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევის დროს, მოიერიშე თვითმფრინავები ააფრინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ვრცელებს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ პოლონეთის და მოკავშირეთა თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო სივრცეში მოძრაობენ.

„მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სარდლობამ გაააქტიურა ძალები და საშუალებები. ჰაერში გამანადგურებლები ააფრინეს, სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს მოქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო