კაია კალასი - ევროკავშირი ირანს, მისი ბირთვული პროგრამის გამო, სანქციებს ხელახლა უწესებს

ევროკავშირი დაუყოვნებლივ გააგრძელებს გაეროს და ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ადრე მოხსნილი სანქციის ხელახლა დაწესებას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.

კალასი განმარტავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ხელახლა დააწესა ირანის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ყველა სანქცია და შეზღუდვა, რომლებიც გაუქმდა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის შესაბამისად, რომლითაც დამტკიცდა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPoA).

კალასის განცხადებით, სანქციების დაწესება მოჰყვა საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს (E3) მიერ snap back-ის მექანიზმის ამოქმედებას, რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭოს 28 აგვისტოს აცნობეს ირანის მიერ JCPoA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი შეუსრულებლობის შესახებ.

„როგორც JCPoA-ს ერთობლივი კომისიის კოორდინატორმა, მე, E3-თან და ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა განვახორციელე ირანთან snap back-ის პროცესში გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის განმავლობაში, რამაც, სამწუხაროდ, არ გამოიწვია UNSCR 2231 რეზოლუციის შესაძლო გაგრძელების პირობების შექმნა. შესაბამისად, ევროკავშირი დაუყოვნებლივ გააგრძელებს გაეროს და ევროკავშირის მიერ ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ადრე მოხსნილი სანქციის ხელახლა დაწესებას“, - წერს კალასი.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ სანქციებისა და ბირთვული შეზღუდვების აღდგენა არ უნდა იყოს ირანთან ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიის დასასრული, რომელიც რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად რჩება.

„ევროკავშირის პოზიციაა, რომ ირანის ბირთვული საკითხის მდგრადი გადაწყვეტის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით შეიძლება. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც დღეს ძალაში დაბრუნდა, გავაგრძელებ თანამშრომლობას ყველა შესაბამის მხარესთან, მათ შორის ირანთან, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მოსაძებნად პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევის მხარდასაჭერად. ამ კონტექსტში, მოვუწოდებ ირანს, დაუყოვნებლივ სრულად განაახლოს თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით (NPT) და მისი სავალდებულო ყოვლისმომცველი უსაფრთხოების შეთანხმებით ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად“, - წერს კალასი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის