ალექსანდრ სტუბი - რუსეთი ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას - ეს სასტიკი თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს

ღამით რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, ცივსისხლიანად დაესხა თავს მშვიდობიან მოსახლეობას. დადასტურებულია, რომ დაღუპულებს შორის არიან ბავშვი და სამედიცინო პერსონალი, - ასე ეხმაურება ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

„გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის შემდეგ მომხდარი ეს სასტიკი თავდასხმა აშიშვლებს რუსეთის მიერ ომის შესახებ გავრცელებულ ცრუ ნარატივებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესორის ნამდვილ სახეს მსოფლიოს“, - წერს სტუბი.

მისი თქმით, დროა, ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი დამტკიცდეს და რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლა გაგრძელდეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს