ტატა ხვედელიანი - ტერმინები: „მშვიდობიანი რევოლუცია“, „მშვიდობიანი დამხობა“ გაურკვეველია, დაუშვებელია რადიკალური და ძალადობრივი სცენარის განვითარება, შესაბამისად, 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით - ეს არჩევნების დღეა

„მშვიდობიანი რევოლუცია“, „მშვიდობიანი დამხობა“ - ეს ტერმინები ჩვენთვის გაურკვეველია. ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით მიუღებელი და დაუშვებელია რადიკალური და ძალადობრივი სცენარის განვითარება, შესაბამისად 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი მისი გუნდისთვის არჩევნების დღეა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მიხედვით საარჩევნო ყუთებთან მივა და არჩევანს ცვლილებისთვის, უკეთესი და განვითარებული საქართველოსთვის გააკეთებს.

„რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის არჩევნების დღეა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მიხედვით მივლენ საარჩევნო ყუთებთან და გააკეთებენ არჩევანს ცვლილებისთვის, უკეთესი და განვითარებული საქართველოსთვის. ასევე იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა მოწოდებები, რომელიც იქნება ძალადობისკენ თუ სხვადასხვა რადიკალური პროცესის განვითარებისკენ - სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან მავნებლობაა და დაუშვებელია, რადგან საქართველოში რევოლუციების და დამხობების პერიოდი დასრულდა. ჩვენს ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნამდვილი მშვიდობა, არა ისეთი, როგორსაც მათ „ქართული ოცნება“ სთავაზობს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

რაც შეეხება კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე, ხვედელიანმა უპასუხა, რომ ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალიზმს აღვივებს, „ქართული ოცნება“ კი რადიკალიზმის გაძლიერებას უწყობს ხელს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ამ ორ პარტიას ეკისრება.

„ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის „ოცნება“, რომელიც ხელს უწყობს რადიკალიზმის გაძლიერებას. ამ რადიკალიზმს აღვივებს „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ამ ორი ძალის პასუხისმგებლობა არის ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე, რადგან 13 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი არჩევნები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება. ჩვენს ამომრჩეველს აქვს შანსი ხმა მისცეს განვითარებულ და მშვიდ საქართველოს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო