ბაიბა ბრაჟე - მოლდოვას არჩევანი ნათელია - ევროპულ გზაზე დარჩენა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე დარჩენა აირჩია.

„ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ, მოლდოვას არჩევანი ნათელია - ევროპულ გზაზე დარჩენა. გილოცავთ!“- წერს ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.03 პროცენტით პროცენტით ლიდერობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს