კახა კალაძე - ზაჰესში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რაც აღნიშნული დასახლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, გლდანის რაიონში, კერძოდ, ზაჰესის დასახლებაში N50 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება, ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო ატრაქციონებითა და სათამაშო მოედნებით, ასევე ტერასა ღია აქტივობებისთვის.

„ზაჰესის დასახლებაში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიული შენობა-ნაგებობა იყო, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი შენობა აშენდა. ბაღი ყველანაირად მოწესრიგებულია და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დღეის მდგომარეობით, ბაღში 160 პატარაა რეგისტრირებული. აღნიშნული დასახლებისთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რათა ჩვენი შვილები, მომავალი თაობები ნორმალურ, თანამედროვე, კომფორტულ ინფრასტრუქტურაში აღიზარდონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, 2024 წელს დაიწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის საბავშვო ბაღის მშენებლობა.

„დღეს ბაღმა პატარა აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში მიიღო, სადაც მათთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა. N50 ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა. კახა კალაძესთან ერთად, საბავშვო ბაღის ახალი შენობა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, გლდანის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის