კახა კალაძე - „აკაცუკებმა“ უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია, გაღიაროს ქართველმა ხალხმა - ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი

გარედან თითის დაქნევით საუბარი მიუღებელია, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო დავაზიანოთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კონკრეტულ მედიასაშუალებას კითხვაზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.

კახა კალაძის განმარტებით, მმართველი პარტიისთვის უპირველესი ქართველი ხალხის აღიარების მოპოვებაა.

„აკაცუკებმა“ უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია, გაღიაროს ქართველმა ხალხმა. ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. აღარ არის ის დრო, ვიღაცები გარედან რომ მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოს მართავს პატრიოტი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ქვია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. „გლობალური ომის პარტია“ არამხოლოდ საქართველოს მტერია, ზოგადად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდ ძალას წარმოადგენს. პრეზიდენტ ტრამპის დაპირებაც გაიხსენეთ - „გლობალური ომის პარტიის“ დამარცხება. შესაბამისად, დაველოდოთ ამ პროცესების დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს