ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე პარტია „ფედერალისტების“ წევრი გახდა

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე პარტია „ფედერალისტების“ წევრი გახდა. დღეს ზურა სიხარულიძემ ნარკოპოლიტიკის საკუთარი ხედვის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის განცხადებით, „ფედერალისტების“ ნარკოპოლიტიკის ხედვა ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებთან მიმართებით სამედიცინო ზრუნვის კომპონენტის გაძლიერებას და შემაკავებელი ეფექტის არსებობისთვის, რეპრესიული ზომების მხოლოდ მას შემდეგ გამოყენებას ემყარება, რაც სახელმწიფოს ალტერნატიული ზომები უკვე გამოყენებული ექნება.

პარტიის ცნობით, პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას ითვალისწინებს, თუმცა ის არ წარმოადგენს არცერთი მოდელის „კოპირებას“, რადგან ის სპეციფიკურად საქართველოში არსებულ კონტექსტს და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს.

„ჩვენი ხედვა არის აბსოლუტურად განსხვავებული, რაც დღეს და ზოგადად, 30 წლის განმავლობაში ხდებოდა. მგონია, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს და რა არის მთავარი ამოცანები, რომელიც უნდა დასახოს ქვეყანამ იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის გარკვეულწილად, შეიძლება, მოგვარება არა, მაგრამ სტაბილიზირება,“ - განაცხადა ზურა სიხარულიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები