გლდანში „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

26 სექტემბერს „აგროჰაბის“ ახალი ფილიალი, გლდანში, ქერჩის ქუჩაზე გაიხსნა. მთავარი კონცეფცია უცვლელია, რაც გულისხმობს ყოველდღიურად ფილიალების „აგროჰაბის“ წარმოების, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით, ასევე „აგროჰაბის“ ფერმებიდან და სასათბურე მეურნეობიდან ხორცით და ბოსტნეულით მომარაგებას.

„მოხარულები ვართ, რომ „აგროჰაბის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. კომპანია განაგრძობს გაფართოებას, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნაზეა ორიენტირებული. ახალი ფილიალის გახსნის იდეაც, გლდანში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან აქტიურმა მოთხოვნამ გააჩინა.

ტრადიციულად ახალ ფილიალში, მომხმარებელს დავახვედრებთ „აგროჰაბის“ წარმოებულ ძირითად პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ ფილიალში, ადგილზე იწარმოება ყოველდღიურად ახალი პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო, ცხელი და ცივი კერძები. გარდა ამისა, ახალ ფილიალში დაგხვდებათ „აგროჰაბის“ იმპორტის მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ქსელში შეიძენთ. პერიოდულად ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სიახლეებს სხვადასხვა პროდუქტების წარმოების მიმართულებით“, - განმარტავს „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ „აგროჰაბში“ ამჟამად დასაქმებულია 2600-მდე ადამიანი, ახალი ფილიალის დამატებით დასაქმებულთა რიცხვი კიდევ 300-ით გაიზრდება.

2025 წელი „აგროჰაბისთვის“ მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. გარდა გლდანის ფილიალისა, კომპანიას დაემატა ახალი ობიექტი - საბურთალოზე - ჭილაძის ქუჩაზე და ნოემბერში იგეგმება „აგროჰაბის“ ფილიალის გახსნა ქუთაისში.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის