ფეხბურთის ლეგენდა, ალესანდრო ნესტა, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ზე

რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 15-16 ოქტომბერს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და SMH-ის ორგანიზებით, ღონისძიება სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში " ჩატარდება. სამიტის წარმდგენი პარტნიორია EGT Georgia.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 2000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან.

ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-ზე მეტი კომპანია საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ.

ფეხბურთის ლეგენდა, ალესანდრო ნესტა SBC Summit Tbilisi 2025-ს დაესწრება, როგორც სამიტის მთავარი სპიკერი. მსოფლიო ჩემპიონი და „მილანის“ ლეგენდარული მცველი, ღონისძიებაზე ორ მნიშვნელოვან გამოსვლას გამართავს. ნესტა ისაუბრებს სპორტზე, ლიდერობასა და კავშირზე სპორტსა და iGaming-ს შორის, ასევე გაგვიზიარებს გამოცდილებას წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე ინდუსტრიის ლიდერებთან.

ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, ალესანდრო ნესტა განიხილავს საკუთარ კარიერას და ისეთ თემებზე ისაუბრებს, როგორიცაა ლიდერობა, მდგრადობა და სპორტსა და iGaming-ს შორის კავშირი.

ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს, იტალიელი შეუერთდება პანელს "The Influence of Sports Icons in Gaming & Entertainment"-ს სადაც მასთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ინდუსტრიის ექსპერტები, ლაშა მაჭავარიანი (SMH Global-ის დამფუძნებელი), დოქტორი მათიას კირშენჰოფერი (ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Sport1 Medien) და ზურაბ მაღალაშვილი (მარკეტინგის დირექტორი, Flutter Entertainment).

საკუთარი გამოცდილების გაერთიანებით, როგორც მსოფლიო დონის მოთამაშე და მწვრთნელი, ნესტა SBC Summit Tbilisi 2025-ს სთავაზობს იშვიათ და უნიკალურ ორმაგ ხედვას.

SBC Summit Tbilisi 2025-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ SBC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს:

sbcevents.com

Alessandro Nesta

SBC Summit Tbilisi

SBC Events

Euro Games Technology Georgia - EGT Georgia

Lasha Machavariani

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო