დიმიტრი პესკოვი - მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შეფასება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ძალები დასკვნებს გააკეთებენ

მოლდოვას არჩევნების შეფასება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პოლიტიკური ძალები საკითხებთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აცხადებს თავის უთანხმოებას. ისინი საუბრობენ არჩევნების დროს შესაძლო დარღვევებზე. არჩევნების შეფასება მოგვიანებით უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც გავიგებთ, თუ როგორ გამოხატავენ თავად პოლიტიკური ძალები თავიანთ პოზიციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები