გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, 30 სექტემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩის აბონენტებს შეეზღუდებათ;

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს - სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ;

15:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში 13 ასურელი მამის, ალ. ყაზბეგის, სვეტიცხოვლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა