დონალდ ტრამპი - ჩვენი კინოინდუსტრია სხვა ქვეყნებმა მოიპარეს ისე, როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ - აშშ-ს გარეთ წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„ჩვენი კინოინდუსტრია აშშ-დან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ. განსაკუთრებით დაზარალდა კალიფორნია, თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით. ასე რომ, ამ დაუსრულებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ ყველა იმ ფილმზე, რომელიც აშშ-ის გარეთ იქნება წარმოებული“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს უცხოეთში წარმოებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენ მიმდინარე წლის მაისში მოუწოდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026