დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მივიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დახვდა.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების საკითხებს განიხილავენ.

BBC-ი წერს, რომ როდესაც ტრამპი ნეთანიაჰუს მიესალმა, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე: „დარწმუნებული ხართ, რომ ღაზაში მალე მშვიდობა დამყარდება?“, ტრამპმა უპასუხა: „მე ძალიან დარწმუნებული ვარ“.

ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ახლო აღმოსავლეთში „დიდების მისაღწევად“ რეალური შანსი არსებობს“.

„ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!!!“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი